WPW სინდრომის ეკგ ნიშნები

ეს იწვევს P-Q ინტერვალის დამოკლებას (<0.12წმ). ეს ცვლილება ეკგ-ზე ერთერთი უმთავრესია პარკუჭების ნაადრევი დეპოლარიზაციის ეკგ-ნიშნებს შორის.
დამატებთი გზით გატარებული აგზნების ტალღა ნელა ვრცელდება პარკუჭის ბაზალურ ნაწილში, ეს იწვევს დამატებითი დელტა ტალღის ასახვას კარდიოგრამაზე და წარმოადგენს მეორე მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო ნიშანს ამ სინდრომისთვის. კენტის კონის განლაგების შესაბამისად, დელტა ტალღა სხვადასხვა განხრებში შეიძლება დადებითი ან უარყოფითი იყოს. დელტა ტალღა ედება ძირითად QRS-კომპლექსს და იწვევს მის დეფორმაციას.

GRAFIKA2 WPW სინდრომის ეკგ ნიშნები
როდესაც პარკუჭებს აღწევს ნორმალური, ავ-კვანძიდან გამოსული იმპულსი, რომელიც ვრცელდება ჰისის კონის მეშვეობით, მიოკარდიუმში ხდება აგზნების ორი ტალღის შეჯახება, რაც იწვევს ეგრეთწოდებული შერწყმული QRS-კომპლექსის ასახვას ეკგ-ზე. ის რამდენადმე დეფორმირებული და გაფართოებულია (0.11-დან 0.15 წმ-მდე).

grafika3 WPW სინდრომის ეკგ ნიშნები
პარკუჭების აბნორმალური აგზნება იწვევს მათი დეპოლარიზაციის დარღვევასაც. რაც ეკგ-ზე გამოიხატება RS-T სეგმენტის QRS-კომპლექსისადმი დისკონდარტული გადახრით და T კბილის პოლარობის შეცვლით. თუ QRS-კომპლექსი წარმოდგენილია როგორც დადებითი, გაფართოებული და დეფორმირებული, ხოლო მის საწყის მუხლზე აღინიშნება დადებითი დელტა ტალღა მაშინ მივიღებთ RST-სეგმენტის ცდომას იზოხაზის ქვემოთ, T-კბილი კი უარყოფითი ან ორფაზიანი იქნება. ხოლო თუ QRS-კომპლექსი მიმართულია ქვემოთ და აქვს QS- ან Qr სახე, დელტა კბილი კი უარყოფითია, მაშინი ეკგ-ზე დაფიქსირდება RST-სეგმენტის იზოხაზს ზემოთ ცდომა და დადებითი T-კბილი.

figure4 WPW სინდრომის ეკგ ნიშნები
დამატებითი გამტარი გზის არსებობა ხსნის WPW სინდრომის დროს ხშირი პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის, ან წინაგულების ციმციმის ან თრთოლვის პაროქსიზმების აღმოცენებას. ამას საფუძვლად უდევს აგზნების ხანგრძლივი, წრიული (re-entry) ტალღების განვითარება. ამასთან ავ-კვანძში იმპულსი ტარდება ერთი მიმართულებით (უხშირესად წინაგულებიდან პარკუჭებისკენ), ხოლო დამატებითი გამტარი გზით კი საპირისპირო მიმართულებით. ასე ფორმირდება აგზნების ტალღის სწრაფად განმეორებადი, წრიული მოძრაობა.

r7 wpw WPW სინდრომის ეკგ ნიშნები
WPW -სინდრომის მთავარი ეკგ-მახასიათებლებია:
1)P-Q-ინტერვალის დამოკლება
2)QRS-კომპლექსში დამატებითი დელტა ტალღის არსებობა.
3)QRS-კომპლექსის გაფართოება და რამდენადმე დეფორმაცია.
4)RS-T სეგმენტის QRS-კომპლექსისადმი დისკორდანტული ცდომა და T -კბილის პოლარობის შეცვლა (არამუდმივი ნიშანი)

Pages: 1 2

Tags: , , , , , , , , ,

Leave a Comment


3 + eight =