ღვიძლის ციროზი

სიტყვა ციროზი აღწერს პროცესს, რომელიც ხასათდება შემაერთებელი ქსოვილის გაზრდით რომელიმე ორგანოში, მისი დეფორმაციით. შემაერთებელი ქსოვილის პროლიფერაცია იწვევს ნორმალური ქსოვილის ჩანაცვლებას შემაერთებელი ქსოვილით. ციროზი როგორც წესი, არის ხანგრძლივი ანთებითი პროცესების შედეგი, რომელიც იწვევს ორგანოს პარენქიმის სიკვდილს. ორგანოს ჟანგბადით არასაკმარისი მომარაგება იწვევს ნორმალური უჯრედების სიკვდილს და შემაერთებელი ქსოვილის გაზრდას, რითაც ხელს უწყობს ციროზის განვითარებას. ღვიძლის ციროზი არის მძიმე და შეუქცევადი დაავადება, რომელიც წარმოადგენს ღვიძლში მიმდინარე ყველა ანთებითი პროცესების ბოლო სტადიას. ციროზის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ალკოჰოლური ჰეპატიტის, B და ჩ ჰეპატიტები.

alcohol cirroz 03 300x227 ღვიძლის ციროზი

ციროზის დროს ღვიძლის უჯრედები ნაცვლდება შემაერთებელი ქსოვილით, ამის პარალელურად წარმოიქმნება ღვიძლის ქსოვილის რეგენერაციული უბნები. მორფოლოგიური თვალსაზრისით არჩევენ ღვიძლის ციროზის რამდენიმე ფორმას: 1. მიკრონოდულური ციროზი, რომლის დროსაც რეგენერაცილი უბნების ზომა არ აღემატება 1სანტიმეტრს. ამ ტიპის ციროზი ძირითადად დამხასიათებელია ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის.M 2. მაკრონოდულური ციროზი, რომლის დროსაც რეგენერაციული უბნების ზომა რამდენიმე სანტიმეტრს აღემატება. ამ ტიპის ციროზი ემართებათ ჰეპატიტის გადატანის შემდეგ. 3. ციროზის შერეული ფორმა-აერთიანებს ზემოთ არწერილ ორივე ფორმას. ციროზის კლინიკური განვითარება ნაკლებადაა დამოკიდებული მორფოლოგიურ ფორმაზე, თუმცა აღნიშნულია, რომ პირველადი კიბო ყველაზე ხშირად ვითარდება მაკრონოდულური ციროზის ფონზე, სავარაუდოდ ღვიძლის უჯრედების მაღალი რეგენერციის გამო. დიაგნოსტიკის მეთოდები დიაგნოსტიკის დასაწყის ეტაპს წარმოადგენს პაციენტის ჩივილების დაზუსტება და ავადმყოფის ზოგადი დათვალიერება. ღვიძლის დიდი კომპენსატორული უნარის გამო ციროზის განვითარება შეიძლება მიდიოდეს უსიმპტომოდ. ავადმყოფთა უმრავლესობა უჩივის სისუსტეს, მადის დაკარგვას, წონის დაკარგვას, კანის ქავილს, სახსრების ტკივილს. არაიშვიათად ავადმყოფებს აღენიშნებათ სიცხის მომატება. ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში წარმოადგენს ღვიძლის ციროზის კლასიკურ სიმპტომს. როგორც წესი ტკივილი არის ყრუ და შემაწუხებელი. ტკივილის გაჩენა გამოწვეულია ღვიძლის კაფსულის დაჭიმვით, რომელიც კარგად ინერვირდება ცდომილი ნერვით. ღვიძლის ზომაში მომატება დგინდება ზოგადი დათვალიერების დროს. შემთხვევათა 20%-ში ციროზის პირველ სიმპტომს წარმოადგენს სისხლის შემცველი ღებინება. სისხლიანი ღებინების წარმოქმნის მიზეზია სისხლდენა საყლაპავის გაფართოვებული ვენებიდან, საიდანაც სისხლი ღვიძლის გვერდის ავლით, შიგნეულობიდან გადადის ზედა ღრუ ვენაში. ამასთან შეიძლება აღინიშნოს სისხლდენა ღრძილებიდან და სისხლჩაქცევები კანქვეშ-რაც სისხლის შედედების დარღვევაზე მეტყველებს. Nნერვული სისტემის მხრიდან დარღვევები ვლინდება ძილის დარღვევით და ფხიზლობით (უძილობით ღამე და ძილიანობით დრისით), ემოციური არასტაბილურობით, მეხსიერების დარღვევით. ციროზის დეკომპენსაციის შემთხვევვაში შეიძლება განვითარდეს ღვიძლისმიერი კომა. Aავადმყოფის დათვალიერებისას ყურადღებას ვაქცევთ ავადმყოფის კანს, ფრჩხილებს, თმას.

ციროზით დაადებული პაციენტის კანი არის მოყვითალო ფერის (სიყვითლე იზრდება ციროზის პროგრესირებასთნ ერთად). ციროზის სხვა “კანის ნიშნები” წარმოდგენილია ტელეანგიექტაზიებით-მცირე ლაქები, რომლებიც ძირითადად განლაგებულია სხეულის ზედა ნაწილში და შედგება გაფართოვებული სისხლძარღვებისაგან და ხელისგულის ერითემისაგან. Kკანის ამ ნიშნების გაჩენა განპირობებულია ღვიძლის უუნრობით გააუვნებელყოს ქალის სასქესო ჰორმონები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლძარღვების გაფართოვებას. Aავადმყოფის თმა და ფრჩხილები თხელი და მტვრევადია-ვიტამიებისა და რკინის უკმარისობის მაჩვენებელი. Mმუცლის პალპაციისას აღინიშნება ღვიძლის სტრუქტურისა და ზომების ცვლილება (შემცირება ან გადიდება), ღვიძლის ზედაპირი ხდება უსწორმასწორო, კონსისტენცია კი-გამკვრივებული. ღვიძლის პალპაცია მტკივნეულია. ღვიძლის გადიდება აღინიშნება ციროზის 50%-ში. Dდეკომპენსირებლი ციროზი ვლინდება პაციენტის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაში. ვენური კოლატერალების მაქსიმალური განვითარებითა და ასციტით. ღვიძლის ფუნქციის დეკომპენსაცია იწვევს ჰემორაგიული სინდრომის განვითარებასა და ენცეფალოპათიების განვითარებას, ღვიძლისმიერ კომამდე. ანამნეზის შეკრების დროს მნიშვნელოვანია გავარკვიოთ ციროზის წარმოშობის მიზეზები (ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ვირუსული ჰეპატიტი). დიაგნოსტიკის პირველი ეტაპი საშუალებას იძლევა დავსვათ ციროზის სავარაუდო დიაგნოზი. იმის გათვალისწინებით, რომ ციროზი გულისხმობს ღვიძლის ქსოვილის ღრმა რეორგანიზაციას, ატარებენ დამატებით გამოკვლევებს ღვიძლის ქსოვილის დაზიანების მორფოლოგიური მახასიათებლების დასადგენად. ქსოვილის ნიმუშის ასაღებად ატარებენ ღვიძლის ბიოფსიას. ატარებენ მიღებული მასალის ჰისტოლოგიურ კვლევას. ხანდახან ხდება ციროზის მხოლოდ მორფოლოგიური ფორმის დადგენა, ზოგჯერ კი შესაძლებელი ხდება ალკოჰოლური და ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიური მახასიათებლების დადგენა. ღვიძლისა და ელენთის გადიდების აღმოჩენა შესაძლებელია მუცლის რადიოგრაფიული გამოკვლევის შედეგად. ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა დავადგინოთ ღვიძლის მოყვანილობა და ზომა, კარის ვენის დიამეტრიც, ღვიძლის ქსოვილის სტრუქტურა, სითხის არსებობა მუცლის ღრუში. ულტრაბგერა აგრეთვე გამოიყენება ღვიძლში ავთვისებიანი გადაგვარების კერების აღმოსაჩენად. ღვიძლშიგა ჰემოდინამიკის თავისებურებებს იკვლევენ დოპლერ ექოგრაფიით.. რადიონუკლიდური გამოკვლევა რადიონუკლიდური გამოკვლევა (სცინტიგრაფია) მდგომრეობს ორგანიზმში რადიოაქტიური ნივთირების შეყვანასა და ორგანოებში მათ დალექვაზე დაკვირვებაში. Eეს მეთოდი ნაკლებ ინფორმატიულია ვიდრე ულტრაბგერითი გამოკვლევა, თუმცა ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით სცინტიგრაფია საშუალებას იძლევა შევაფასოთ ღვიძლის ფუნქცია. ციროზის დროს ღვიძლის უნარი, შეაკავოს რადიოაქტიური ნივთიერება მცირდება. რადიოაქტიური ნივთიერების შემცირებული რაოდენობა ღვიძლში, რამდენიმე ხნის შემდეგ ამცირებს ღვიძლის სურათის კონტრასტულობას. აგრეთვე ვლინება უფუნქციო უბნებიც, რომელთაც სერთოდ არ შეუძლიათ კონტრასტული ნივთიერების შეკავება. ღვიძლის დონეზე ნივთიერების შეკავების შემცირების პარალელურად იმატებს მისი შეკავება ელენთაში. სურათზე ჩანს გადიდებული ელენთა.

რადიოაქტიური ნივთიერების დალექვა თეძოს ძვლებსა და ხერხემალში არაკეთილსაიმედო ნიშანია და მიუთითებს ღვიძლის ფუნქციის სერიოზულ დაქვეითებაზე. კომპიუტერული ტომოგრაფია კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი საშუალებას იძლევა დავადგინოთ ავთვისებიანი ზრდის კერები დაზიანებულ ღვიძლში. როგორც ზემოთ იყო ნახსენები ციროზის ერთ-ერთი გართულება არის ღვიძლის ქსოვილის ავთვისებიანი გადაგვარება, პირველადი კიბოს განვითარებით. ღვიძლში ავთვისებიანი კრების აღმოჩენა კორელირებს სისხლში განსაკუთრებული ცილის ალფა-ფეტოპროტეინის მომატებასთან, რომელიც სიმსივნური ზრდის მარკერია. K კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ვლინდება იგივე მორფოლოგიური ცვლილებები, რაც ულტრაბგერითი სკანირებისას: თავიდან ვლინდება ორგანოს გადიდება, შემდეგ კი მისი შემცირება, ამობურცულობები კონტურზე, სტრუქტურის არაერთგვაროვნება. ამ მეთოდის საშუალებით შეიძლება გამოვავლინოთ ღვიძლის ციროზის თანმხლები სპლენომეგალია, ასციტი, საყლაპავის გაგანიერბული ვენები. ფიბროგასტროდუოდენოსკოპია შინაგანი სისხლდენის დიაგნოსტიკის მეთოდებიდან ყველაზე ინფორმაციულია ფიბროგასტროდუოდენოსკოპია. რომლის საშუალებითაც შეიძლება დავათვლიეროთ საყლაპავის გაგანიერებული ვენები, კუჭის კარდიალური ნაწილი, ან განვსაზღვროთ სისხლდენის სხვა წყარო-კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული. გამოკვლევის ლაბორატორიული მეთოდები სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ანემიას. ანემია შეიძლება გამოიწვიოს როგორც სისხლწარმოქმნის დარღვევამ (რკინის ან ფოლის მჟავის დეფიციტი), ისე სისხლის დაკარგვამ შინაგანი სისხლდენის გამო, ასევე ერითროციტების მომატებულმა დაშლამ ელენთაში, ჰიპერსპლენიზმის დროს.

alcohol cirroz 02 ღვიძლის ციროზი

ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა ინფექციის დამატების მაჩვენებელია, შემცირება კი-ჰიპერსპლენიზმის. თრომბოციტების შემცირება გამოწვეულია მათი დალექვით გადიდებულ ელენთაში. ბიოქიმიური გამოკვლევები ავლენენ მჟავური ფოსფატაზისა(ნორმა 30-115ერ/ლ) და ასპარტატამინოტრანსფერაზის (ნორმა5-35ერ/ლ) მომატებულ რაოდენობას. აგრეთვე აღინიშნება სისხლში ბილირუბინის მკვეთრი მომატება (შეკავშირებული ბილირუბინის ნორმა 0.1-0.3მგ/დლ თავისუფლი ბილირუბინის კი-0.2-0.7მგ/დლ). პარალელურად აღინიშნება სისხლის ბილირუბინის ფრაქციის დაქვეითება და გლობულინების ფრაქციის მომატება221 ღვიძლის ციროზი

Tags: , , , , ,

Leave a Comment


seven + 3 =