სიფილისი

Syphilis1 სიფილისიგეგმა:

რა არის სიფილისი? – ვენერიული დაავადებები , სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია. ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ათაშანგი (სიფილისი, ჰოფმანის დაავადება).

სიფილისი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა. გადადის სქესობრივი კონტაქტით. არსებობს სხვა სავარაუდო იშვიათი გზები: სისხლით ( დაავადებული დონორიდან  ჯანმრთელ რეციპიენტზე სისხლის გადასხმის დროს), ვერტიკალური გზა (დაავადებული დედიდან ნაყოფზე), საყოფაცხოვრებო, სამედიცინო ინსტრუმენტებით.

სიფილისის გამომწვევი მიზეზი, სიფილისის ეტიოლოგია: გამომწვევი არის მკრთალი ტრეპონემა Treponema pallidum. სპირალისებური ფორმის ბაცილა, 12-14 ხვეულაკი, მოძრაობს ქანქარისებურად. მკრთალი ეწოდება იმიტომ, რომ არ იღებება ანილინის საღებავებით. ვაფიქსირებთ მიკროსკოპის დაბნელებულ არეში (მუქ ფონზე), მასალისთვის ვიღებთ სითხეს სიფილისური ელემენტებიდან. მკრთალი ტრეპონემა ვერ იტანს, ტუტეს, მჟავა და სპირტის 70% ხნარს.

Pages: 1 2

Tags: , , , , , ,

Leave a Comment


6 − four =