მიოკარდიუმის ინფარქტი

განვითარების პერიოდების მიხედვით განარჩევენ

უმწვავეს პერიოდს,

მწვავე პერიოდს

ქვემწვავე პერიოდს

ნაწიბურის წარმოქმნის პერიოდს

დაზიანების ფართობის მიხედვით

ფართოკერიანი (შემავალი) Q-ინფარქტი

მცირეკერიანი (არაშემავალი) ანუ არა Q-ინფარქტი

დაზიანების ანატომიის მიხედვით განასხვავებენ;

ტრანსმურულს;

ინტრამურულს;

სუბენდოკარდიულს;

სუბეპიკარდიულს;

ეტიოლოგია

მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება გულის მკვებავი, კორონარული სისხლძარღვების სანათურის ობტურაციის შედეგად, რომლის მიზეზიც შეიძლება გახდეს კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი (თრომბოზი ან ათეროსკლეროზული ფოლაქით ობტურაცია), ქირურგიული ობტურაცია (არტერიის გადაკვანძვა ან დისექცია ანგიოპლასტიკის დროს) და კორონარული არტერიების ემბოლიზაცია (თრომბოზი კოაგულოპათიების დროს, ცხომოვანი ემბოლია და ა.შ) ცალკე გამოყოფენ ინფარქტებს გულის მანკების დროს (კორონარული სისხლძარღვების ფილტვის ღეროსგან გამოყოფა)

infarctus1 მიოკარდიუმის ინფარქტი

1)კორონარული არტერიის ობტურაციის ადგილი. 2) დაზიანებული მიკოარდიუმი.

პათოგენეზი

პათოგენეზში განარჩევენ იშემიის, დაზიანების (ნეკრობიოზის), ნეკროზის და ნაწიბურის წარმოქმნის სტადეიბს.

იშემიური სტადია შეიძლება განიხილოს, როგორც ინფარქტის წინამორბედი სტადია, რომელიც შეიძლება გრძელდებოდეს განუსაზრღვრელი პერიოდის განმავლობაში. მაკომპენსირებელი მექანიზმების ამოწურვის შემდეგ, უკვე საუბარია დაზიანებაზე ანუ ნეკრობიოზზე, როცა ზიანდება მიოკარდიუმის მეტაბოლიზმი და ფუნქცია, თუმცა ცვლილებებს აქვთ შექცევადი ხასიათი. დაზიანების სტადია გრძელედება 4-დან 7 საათამდე. შემდეგი სტადიაა ნეკროზი, რომელიც ხასიათდება შეუქცევადი დაზიანებებით. 1-2 კვირაში დანეკროზებული სივრცე ჩანაცვლდება ნაწიბუროვანი ქსოვილით. ნაწიბურის სრული ჩამოყალიბება მთავრდება 1-2 თვის შემდეგ.

კლინიკური გამოვლინებები

მთავარი კლინიკური სიმპტომი არის ინტენსიური ტკივილი მკერდის ძვლის უკან. თუმცა ტკივილის შეგრძნებები შეიძლება ატერებდნენ ვარიაბელურ ხასიათს. პაციენტი შეიძლება უჩიოდეს დისკომფორტს გულმკერდის არეში, მუცლის, ყელის, ხელისა და ბეჭის ტკივილებს. არც თუ იშვიათად დაავადება მიმდინარეობს ტკივილის გარეშე. ფართომასშტაბიანი ინფარქტების 20-30%-ში აღინიშნება გულის უკმარისობის სიმპტომები, პაციენტები აღნიშნავენ ქოშინს, არაპროდუქტიულ (მშრალ) ხველას. რიგ შემთხვევებში გვხვდება არითმიები. როგორც წესი ესენია სხვადასხვა ფორმის ექსტრასისტოლები და წინაგულების ფიბრილაცია.

ზოგ შემთხვვაში გვხვდება ინფარქტების ატიპიური ფორმები, რომლებიც ხასიათდებიან სიმპტომების ატიპიური გამოვლინებით. ასეთი კლინიკური სურათი ართულებს დიაგნოსტიკას. არჩევენ ატიპიური ინფარქტის აბდომინალურ, ასთმურ და ცერებრულ ფორმებს.

აბდომინალურ ფორმას ახასიათებს ტკივილები მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, ან ტკივილს ირადიაცია ამ არეში, სლოკინი, მუცლის შებერილობა, გულის რევა, ღებინება. ამ შემთხვევაში ინფარქტის სიმპტომები ჩამოგავს მწვავე პანკრეატიტის სიმპტომებს. რიგ შემთხვევებში აღინიშნება კუჭნაწლავის ტრაქტის პარეზი. ტკივილები შეიძლება ლოკალიზებული იყოს გულის კოვზის ან მარჯვენა ნეკნების რკალის ქვედა მიდამოში. ძოგჯერ ტკივილები ვრცელდებიან ბეჭამდე ან გულმკერიდის ყაფაზამდე.

ინფარქტის აბდომინალური ფორმისას, მუცლის პალპაციის დროს აღინიშნება მუცლის კედლის დაჭიმულობა და მისი ტკივილი.

ინფარქტის ატიპიური ფორმდებიდან ყველაზე ხშირია ინფარქტის ასთმური ფორმა, მისი სიმპტომები წააგავს ბრონქული ასთმის შეტევებს. იგი ძირითადად ვლინდება ფართო ან კარდიოსკლეროზის ფონზე განვითარებული ინფარქტების დროს, ზოგჯერ კი სისხლის მიმოქცევის უკვე არსებული უკმარისობის შემთხვევაში.

ასთმური ტიპის ინფარქტები უფრო ხშირად ვითარდება განმეორებითი ინფარქტების დროს ვიდრე პირველადის დროს. განსაკუთრებით თუ ინფარქტის განმეორება მცირე პერიოდის შემდეგ ხდება. იგი გვხვდება უფრო ხანში შესულ და მოხუც პაციენტებში. ამასთან ტკივილები გულმკერდის ყაფაზისა და გულის მიდამოში შეიძლება არც გამოვლინდეს და ინფარქტის ერთადერთი კლინიკური გამოვლინება გულის ასთმის შეტევა და ფილტვების ანთება იქნება. ზოგჯერ ფილტვების ანთება წინ უსწრებს ტკივილს ან ჩნდება მასთან ერთად მაგრამ ტკივილები უმნიშვნელოა და იჩრდილება გულის მწვავე უკმარისობით.

ასთმური ვარიანტი ტკივილებით ან მათ გარეშე თითქმის ყოველთვის აღინიშნება დვრილისებრი კუნთის ინფარქტის დროს. ეს განპირობებულია მიტრალური სარქველის შეფარდებითი უკმარისობის წარმოშობით, რომელსაც სწრაფად მივყავართ გულის დეკომპენსაციამდე. ამასთან მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის ფონზე ემატება მიტრალური სარქველის უკმარისობა, წარსულში ამ სარქველის მანკის არარსებობის შემთხვევაში. იგი გამოიხატება მეტნაკლებად უხეში სისტოლური ხმაურით მწვერვალზე, გულის პირველი ტონის შესუსტებით, მარცხენა წინაგულისა და პარკუჭის გადიდებით. ფილტვის არტერიის ზემოთ აუსკულტაციით განსაზღვრული გულის ცემის რიტმი და მეორე ტონი გულის უკმარისობაზე მეტყველებს.

ინფარქტის ცერებრო-ვასკულური ფორმა შეიძლება მიმდინარეობდეს გონების დაკარგვის ან ინსულტის სახით. ტვინის სისხლმომარაგების დარღვევის სიხშირე მიოკარდიმის ინფარქტის დროს დაახლოებით 1.3%დან 12.8%მდეა. მამაკაცებში ის უფრო ხშირია ვიდრე ქალებში. ტვინის სისხლმომარაგების დარღვევა გულის კუნთის ინფარქტების დროს ატარებს დინამიურ ხასიათს. ანსხვავებენ სიმპტომებს რომელიც დაკავშირებულია ტვინის დიფუზურ იშემიასთან(თავბრუს ხვევა, გულის რევა, ღებინება, გონების დაბინდვა), და კეროვან სიმპტომებს. შედარებით იშვიათად გვხვდება კომატოზური მდგომარეობა.

დაავადება შეიძლება დაიწყოს გულის წასვლით და მხოლოდ გონების დაბრუნების შემდეგ გრძნობს ავადმყოფი ტკივილებს გულმკერდის ყაფაზში. ცალკეულ შემთხვევებში ტკივილი შეიძლება არც აღინიშნოს. ტვინის სისხლმომარაგების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური დარღვევები- აპათია, მეხსიერების შესუსტება და ფსიქოზი. მიოკარდიუმის ინფარქტის ეს ფორმა დაკავშირებულია თავის ტვინის ადგილობრივ იშემიასთან, რაც გამოწვეულია კორანარული და თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების ერთდროული თრომბოზით. ადგილობირივი იშემია ძირითადად ვითარდება ზონაში სადაც სისხლძარღვები ყველაზე მეტადაა დაზიანებული ათეროსკლეროზით.

მიოკარდიუმის ცერებრული ინფარქტი, თუ ამ დროს ტკივილი სუსტადაა გამოხატული, შეიძლება ამოუცნობი დარჩეს. ამიტომ სწორი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია დეტალური ნევროლოგიური და ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა, მთელი კლინიკური სურათის გათვალისწინებით.

მიკარდიუმის ინფარქტის ატიპიურ ფორმებს მიეკუთვნება აგრეთვე ინფარქტები ტკივილის უჩვეულო ლოკალიზაციით (მაგალითად, გულმკედის მარჯვენა ნაწილში, ზურგში, ხერხემალში ან ხელებში), რომლებიც არ ხასიათდებიან გულის არეში ტკივილებით.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფებს, სისხლის შრატში აწეული აქვთ ასპერტატამინოტრანსფერაზის აქტივობა. რადგან ინფარქტის დროს ირღვევა უჯრედული მემბრანებისა და ფერმენტების ფუნქცია, რომლებიც ნორმაში უჯრედის შიგნით იმყოფებიან, ხოლო ინფარქტის დროს სისხლში გადადიან. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს სისხლის შრატში იზრდება სხვა ფერმენტების აქტივობაც რომლებიც კარდიომიოციტებში იმყოფებიან ხოლო გულის კუნთის დაზიანების გამო სისხლში გადადიან.

დიაგნოსტიკა

მიოკარდიუმის ინფარქტის დასაწყისად მიიჩნევენ ინტენსიური და ხანგრძლივი შეტევის განვითარებას (30 წუთიდან რამდენიმე საათამდე), მკერდის უკან ტკივილს რომელიც არ იღკვეთება ნიტროგლიცერინის განმეორებითი მიღებებით. იშვიათად ინფარქტის კლინიკურ სურათში გამოვლინდება მოხრჩობის შეგრძნება ან ტკივილი გულის კოვზის ქვემოთ. ტკივილის ზონები მიოკარდიუმის ინფარქტის დროს: ტიპიური ზონა მუქი წითელია, სხვა შესაძლებელი ზონები კი ღია წითელი.

clip image0022 მიოკარდიუმის ინფარქტი

ტკივილის არეები 1)ტიპიური 2)სხვა შესაძლებელი

მწვავე ინფარქტის გართულებებს მიეკუთვნება კარდიოგენული შოკი, გულის მწვავე უკმარისობა რომელმაც შეიძლება ფილტვების შეშუპება გამოიწვიოს, მძიმე ტაქიარითმიები არტერიულ ჰიპოტენზიებთან ერთად, უეცარი კლინიკური სიკვდილი, პარკუჭების ფიბრილაციის შედეგად.

მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიაში აღინიშნება არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ქრება ტკივილთან ერთად და არ საჭიროებს ჰიპოტენზიური პრეპარატების გამოყენებას. აგრეთვე პულსის გახშირება, ტემპერატურის მომატება, ჰიპერლეიკოციტოზი, რომელიც ედს-ის მდგრადი მომატებით იცვლება.

ინფარქტის ჰოსპიტალური პერიოდის გართულებებს მიეკუთვნება: ეიფორია, ფსიქოზური მდგომარეობა, ფიბროზული პერიკარდიტის განვითარება, გულის რიტმის ცვალებადობა, ფილტვის ინფარქტი, პლევრიტი.

გულის უკმარისობა შეიძლება მხოლოდ ავადმყოფის ფეხზე ადგომის შემდეგ გამოვლინდეს.

მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი სარწმუნოა როდესაც ავადმყოფს დაუდგინდება ჰიპერფერმენტემიები შესაბამის ვადებში, დამახასიათებელი ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე

ტიპიური ტკივილის შეტევა და ჰიპერლეიკოციტოზის გაჩენა, ჰიპერთერმია, გადიდებული ედს, პერიკარდიტის ნიშნები მიანიშნებენ მიოკარდიუმის ინფარქტზე და ავადმყოფს უტარდება შესაამისი მკურნალობა მაშინაც კი როცა ეკგ-ზე ცვლილებები არ ჩანს.

მცირეკეროვანი ინფარქტის დასადგენად აუცელებელია ზემოთ ჩამოთვლილი მინიმუმ სამი სიმპტომის არსებობა. თუმცა ინტენსიური ტკვილი, სისხლის შრატში ცვლილებები, ტემპერატურის მომატება, ფერმენტების აქტივობა როგორც წესი ნაკლებადაა გამოხატული.

მკურნალობა:

მთავარ დახმარებას მიოკარდიუმის ინფარქტის დროს წარმოადგენს:

1)ნიტრატებით განუწყვეტელი ზემოქმედება;

2)ანტიკოაგულანტების შეყვანა ინტრავენურად

3)გულზე ბეტა-ადრენერგული მოქმედების მაბლოკირებელი პრეპარატების გამოყენება;

4)კალიუმის ქლირიდის შეყვანა მაპოლარიზებელი ნარევის შემადგენლობაში;

გართულებების გარეშე მიმდინარე ინფარქტის დროს ინფუზიურ ჰეპარინოთერაპიას აგრძელებენ 5-7 დღის განმავლობაში; გამოიყენება კალიუმის მარილები, კალიუმის ქლორიდის ან აცეტატის ხსნარების სახით.

Tags: , , , , , ,

Leave a Comment


eight − = 7