ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება მედიცინაში

ფიზიკა მედიცინის ტექნიკის საფუძველია. ყველა მნიშვნელოვანი აღმოჩენა ფიზიკაში ამდიდრებს მედიცინას ახალი ხელსაწყოებით და აპარატურით.  დიაგნოსტიკის ახალი მეთოდებით და მკურნალობით.

ძნელია  დაასახელო მედიცინის ისეთი დარგი, სადაც არ გამოიყენეა ფიზიკის ესა თუ ის კანონები. არსებობს მრავალი სამედიცინო სპეციალობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ფიზიკასთან. ასეთებია: რადიოლოგია, ოფთალმოლოგია, ფიზიოთერაპია და სხვა.

1801 წ. ინგლისელმა ფიზიკოსმა რიტერ, უილიამ ვილგელმმა აღმოაჩინა ულტრაიისფერი სხივები. 1895 წ. გერმანელმა მეცნიერმა ვილჰელმ კონრად რენტგენმა აღმოაჩინა სხივები, რომელსაც რენტგენის სხივები უწოდეს. მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიცინაში.

მედიცინის ისტორიის გათვალიწინებით სხვადასხვა სხივების გამოყენება ყოველთვის პოპულარულ მეთოდს წარმოადგენდა.

ელექტრომაგნიტური გამოსხივების სიხშირეთა სხვადასხვა დიაპაზონს განსხვავებული სახელწოდება აქვს: მაქსველის თეორიის თანახმად ყველა სხივის ელექტრომაგნიტურ ტალღებს, მათ შორის სინათლის სხივსაც ერთნაირი ბუნება აქვს. ისინი მხოლოდ სიხშირეებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ელექტრომაგნიტური ტალღების ერთიანი სკალა , ძირითადად ექვს დიაპაზონად არის დაყოფილი.

  1. რადიო ტალღები
  2. ინფრაწითელი გამოსხივება
  3. ხილული გამოსხივება
  4. ულტრაიისფერი გამოსხივება
  5. რენტგენის გამოსხივება
  6. გამა გამოსხივება

electromagneticspectrum ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება მედიცინაში

ელექტრომაგნიტური გამოსხივებები თავისი ბუნებით ერთმანეთის მსგავსია, განსხვავებული სიხშირის გამო კი , მათი ნივთიერებებთან ურთიერთობის ხასიათი სხვადასხვაა.

მაგალითად, თვალი მხოლოდ ხილული სინათლის მიმართ არის მგრძნობიარე, მაშინ როცა კანი სითბური გამოსხივებისადმი. რადიოტალღებს თხელი ფირფიტა არ ატარებს, რენტგენის და გამა სხივები კი მასში თავისუფლად გადის. ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რომლის ტალღის სიგრძე მოთავსებულია ხილული სინათლის წითელ საზღვარსა და მოკლეტალღოვან რადიოგამოსხივებას შორის ინფრაწითელი სხივები ეწოდებათ. ინფრაწითელი ანუ სითბური გამოსხივება, ნორმის ფარგლებში უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.
სამკურნალო მიზნით ინფრაწითელი სხივების გამოყენება, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაიწყეს, მაშინ როცა ექიმები იყენებდნენ ცხელ ნახშირს, გახურებულ რკინას, მარილს, ქვიშას, თიხას და სხვა მეთოდებს მოყინვის, წყლულების, დაჟეჟილობის სამკურნალოდ , ზემოთაღნიშნულ სითბურ სამკურნალო მეთოდებს აღწერდა ჰიპოკრატე.

1894 წ. გ. კელლოგმა თერაპიაში შემოიტანა ვარვარა ელექტრონული ნათურები, რის შემდეგაც ინფრაწითელი სხივები გამოყენებულ იქნა ლიმფური სისტემის, სახსრების, გულმკერდის ორგანოების, მუცლის ღრუს ორგანოების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ამავე ნათურით დაიწყო მკურნალობა: კანის დაავადებების, ორგანიზმში მეტაბოლიზმის გასააქტიურებლად და ა.შ.
მედიცინაში იყენებდენ შემდეგი ტიპის ნათურებს:
gv12 ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება მედიცინაში

ინფრაწითელი გამოსხივების მძლავრ წყაროს წარმოადგენს მზე. მისი მთლიანი გამოსხივების 50% სწორედ ამ უბანზე მოდის.

VSS00031 ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება მედიცინაში

ინფრაწითელი სხივების გამოსაყენებლად შექმნილია სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობა. მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ინფრაწითელი საუნა. ინფრაწითელი გამოსხივება ქსოვილში შედის დაახლოებით 20მმ სიღრმეში, ამიტომაც უფრო ძლიერ ხურდება ზედაპირული ფენები. ტემპერატურის გრადიენტი, რომელიც ამ დროს წარმოიქმნება, ააქტიურებს თერმორეგულაციას, მატულობს დასხივებულ ადგილას მატულობს სისხლის ცირკულაცია. სისხლის ცირკულაციის გაზრდა კუნთებში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესეს კუნთების კვებას, მკვეთრად ზრდის ქსოვილის ოქსიგენაციას, მატულობს მეტაბოლიზმი, კუნთიდან სწრაფად გამოდის რძემჟავა….
ეს სხივები იწვევენ ოფლის გამოყოფის ბუნებრივ რეაქციას, ინფრაწითელი საუნები განიხილება ორგანიზმის ღრმა გამწმენდი პროგრამის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტად.
 ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება მედიცინაში

საუნების ამდენი დადებითი მხარის დანახვის შემდეგ , ავიწყდებათ მათი უარყოფითი მოქმედება ადამიანის ნერვულ სისტემაზე.

რუსული აბანო
2005 01 banya big ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება მედიცინაში

ფინური საუნა

finnish sauna ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება მედიცინაში

რუსული აბანო , ფინური საუნა ორგანიზმისთვის და მთლიანად ნერვული სისტემისთვის წარმოადგენს სტრესს. გავარვარებული და მომატებული ტენიანობის პირობებში ადამიანის ორგანიზმში , იწვევს ნერვული სისტემის მკვეთრ და ძლიერ აგზნებას. ასეთ აბანოში ჩატარებული პროცედურების შემდეგ ადამიანი გრძნობს ძლიერ დაღლილობას. ინფრაწითელი საუნა ამ მხრივ სრულიად საპირისპიროდ მოქმედებს. ის ხსნის დაძაბულობას, ახდენს პროფილაქტიკას და მკურნალობს.
შედარებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს საუნას ინფრაწითელი კაიბნებით. ინფრაწითელ კაბინაში კუნთების პირდაპირი გახურება საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ გასახურებელი მაზების გამოყენების საჭიროება.

interior ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება მედიცინაში
ინფრაწითელი კაბინა ცნობილი იაპონელი ექიმის , ტადაში იშიკავას მიერ არის შექმნილი. კონსტრუქციულად კაბინა დამზადებულია წითელი კედრის ხისგან. გარეგნულად ჩვეულებრივ კარადის მსგავსია და იტევს 1 დან 5 ადამიანს, ზომის მიხედვით. შიგნით დამონტაჟებულია სითბური ფრუნტალური და ვერტიკალური გამათბობლები 5 – 10 ცალი. ზომები სხვადასხვაა სიღრმე 90 – 100 სმ , სიგანე 90 – 210 სმ, სიმაღლე 180 – 185 სმ. კაბინაში 5 ზე ნაკლები გამათბობლის დამონტაჟება მნიშვნელობლად ამცირებს მის ეფექტურობას.lounger ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება მედიცინაში

ჯანმრთელობისთვის უდავო სარგებლობასთან ერთად, ინფრაწითელ კაბინეტებს აქვთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი ტექნიკური უპირატესობები:

  • გახურებისთვის სულ რაღაც 10 წუთი არის საკმარისი
  • სეანსის ჩატარებისას , სრული ეფექტისთვის საკმარისია 30 წუთი
  • ორგანიზმში სითბოს ღრმად შეღწევით განპირობებულია ეფექტური გახურება
  • გამოსხივების წყაროდან სითბოს თანაბარი განაწილება
  • გარეგნულ ზომებთან შედარებით, დიდი შიდა მოცულობა, თხელი კედლების გამო
  • მობულურობა, აწყობის და დამონტაჟების სიადვილე,  დამონტაჟების ადგილისადმი მინიმალური მოთხოვნები
  • 220 ვოლტით კვება საშუალებას იძლევა ადვილად შეუერთდეს ნებისმიერ კვების ქსელს.
  • ძალის ნაკლები მოთხოვნა (1.5 – 3 კვტ)
  • კონსტრუქციის ხარისხის და საიმედოობის მაღალი მაჩვენებლები

დაავადებების პრევენცია

  • გულ-სისხლძარღვთა
  • თირკმლის უკმარისობა
  • ოტო-რინო-ლარინგოლოგიური
  • კანის
  • გრიპი
  • რევმატიზმი
  • ორგანიზმის საერთო სისუსტე
  • ცელულიტი
  • კუნთების ქრონიკული ტკივილი
  • ბრონქიტი
  • ზედმეტი წონის პრობლემა

ახლახან დაიწყეს ინფრაწითელი გამოსხივებუს გამოყენება კიბოს მკურნალობის პროცესში. ეს მეთოდი უახლესია და ჯერჯერობით ისევ ექსპერიმენტულ სტადიაზეა. ამერიკელი მკვლევარები თვლიან, რომ ეს საშუალება მიზანმიმართული გამოყენებისას წარმოადგენს მრავლისმომცემ მეთოდს კიბოს მკურნალობის დაჩქარებისას და ტკივილების მოხსნისათვის. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ინფრაწითელი სხივების შესწავლა. მათი მოქმედება ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის უნიკალური საშუალებაა, რომელსაც მომავალი აქვს.

Tags: , , , , , ,

Leave a Comment


eight − 1 =