Dec 11
1
Jun 11
12
გლუკოსტერომა – თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონულად აქტიური სიმსივნეა, ის ძირითადად აღინიშნება ბაგირაკოვან ზონაში, ჭარბად გამოიყოფა კორტიკოსტეროიდები, უპირატესად გლუკოკორტიკოსტეროიდები, იგი კლინიკური სურათით კუშინგის ავადმყოფობას გავს. გლუკოსტერომა უხშირესად 18-42 წლამდე ქალებს უჩნდებათ.
გლუკოკორტიკოიდული ჰიპერკორტელიზმის სინდრომი პირველად 1912 წელს კუშინგმა აღწერა.
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია არის დაავადება, რომელიც განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში ჰორმონოების ბიოსინთეზის თანდაყოლილი დარღვევით, რის შედეგადაც აღინიშნება ანდროგენების ჭარბი რაოდენობა.
ეს დაავადება იშვიათდ გვხვდება ქალებში, 4-5ჯერ უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში.
დაავადება პირველად 1865წელს აღნიშნა კრეჩიომ, ხოლო მისი კორტიზოლით მკურნალობა 1950 წელს შემოგვთავაზა უილკანსმა.
Jun 11
1
ზოგადი მიმოხილვა
ფეოქრომოციტომა-ჰორმონ-აქტიური სიმსივნეა, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ქრომაფინური ქსოვილისგან, პარაგანგლიებისა და სიმპათიკური კვანძებისგან.
დაავადება იშვიათია და საშუალოდ შეადგნს 1-3 შემთხვევას 10 000 ადამიანიდან
დაავადება 1886 წელს პირველად აღწერა ფრენკელმა, ტერმინი „ფეოქრომოციტომა“ კი 1912 წელს პირველდ პიკმა იხმარა, უპირატესობის მქონე უჯრედების გამო, რომლებიც ქრომის მჟავით ფენებად იღებება ყავისფრად.
May 11
29
იცეენკო–კუშინგის დაავადება განპირობებულია ქერქვეშა და ღეროვანი წარმონაქმნების (ჰიპოთალამუსი, თალამუსი, რეტიკულური ფორმაცია) პირველადი დაზიანებით, შემდგომში პროცესში ჰიპოფიზისა და თიკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჩართვით. დაავადება ხშირია (ქალებში) 20–40 წლის ქალებში.
დაავადების პათოგენეზს უკავშირებენ ჰიპოთალამუს–ჰიპოფიზურ–თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის მარეგულირებელი მექანიზმების მოშლად.
მიმდინარეობის მიხედვით იცენკო–კუშინგის დაავადება შეიძლება იყოს არაპროგრესირებადი და ტორპიდულ პროგრესირებადი მიმდინარეობის დროს დაავადების სიმპტომები და გართულებები უფრო სწრაფად ვითარდება (რამოდენიმე თვეში), ხოლო ტორპიდულს ახასიათებს დაავადების თანდათანობითი განვითარება. (რამოდენიმე წლის მანძილზე)